воскресенье, 26 июня 2016 г.

მეცხრე დღე

  ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღეს გავაკეთეთ მთლიანი ტრენინგის შეჯამება. გავიარეთ მერვე მოდული ,,სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება". მონაწილეებმა წარმოგვიდგინეს მთელი ტრენინგის მანძილზე შესრულებული სამუშაოები. გავითვალისწინეთ მითითებები და გავაკეთეთ ჩასწორებები.
 შევავსეთ პროექტის მახასიათებლები.
დავაზუსტეთ რომელ საქაღალდეში რომელი ნაშრომი უნდა გვონდეს შენახული.
ჩასწორებული ვარიანტები ავტვირთეთ დრაივზე.

  იმედია, ამ ტრენინგზე  შესწავლილი მასალის გამოყენება სწავლის პროცესში, გამოიწვევს მოსწავლეთა მეტად დაინტერესებასა და ჩართულობას, რაც დამეხმარება უკეთესი   შედეგების მიღწევაში.

суббота, 25 июня 2016 г.

მერვე დღე

დღევანდელი დღე იყო ერთგვარი შეჯამება წინა დღეებში განვლილი მასალისა.
გადავხედეთ  ჩვენს ნამუშევრებს, ავტვირთეთ ბლოგზე პრეზენტაცია.
ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.
  რა კონკრეტული ცვლილებები უნდა შევიტანო უკვე ატვირთულ მასალაში?

საინტერესო დღეები გრძელდება...

გეგმა

პრეზენტაცია

воскресенье, 19 июня 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს გავიარეთ მეექვსე მოდული.
შევავსეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილი.
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მაგალითები.

განა საკმარისია 9 დღიანი ტრენინგი ამ ზღვა მასალის ასათვისებლად?


წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ხალისიანი დღე გამოგვივიდა...

суббота, 18 июня 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავეთ მეოთხე მოდულზე.
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები.
შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
 
 როგორ დაგვეხმარება, მე და მოსწავლეებს, ამ მოდულზე მუშაობა?
სავარაუდო ნაშრომის შეფასებისას უპირველესად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ტრენინგის ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

пятница, 17 июня 2016 г.

მეხუთე დღე

    ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ საკომუნიკაციო საშუალებების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.
    საავტორო უფლებების დაცვა, ლინკის გადმოწერა და შენახვა.
    საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში.

როგორ გავუადვილოთ ჩვენს მოსწავლეებს საჭირო ინფორმაციის მოძიება?
უფრო ადვილად როგორ მივაჩვიოთ დაიცვან საავტორო უფლებები?


როგორც ყოველთვის, საინტერესო და შედეგიანი დღე იყო.


воскресенье, 5 июня 2016 г.

მეოთხე დღე

დღეს შევისწავლეთ როგორ უნდა შევიმუშაოთ შეფასების სისტემა მოსწავლეებთან ერთად.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სისტემა.
შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაციის ნიმუში.


საინტერესო და სიახლეებით დატვირთული დღე იყო.




суббота, 4 июня 2016 г.

მესამე დღე


  • დღეს ახლებურად განვიხილეთ მასლოუს პირამიდის გადამუშავებული ვერსია.
  • ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ თითოეული საფეხურის კავშირი ჩვენს თემასთან დაკავშირებით.
  • შევიმუშავეთ და განვიხილეთ კითხვები: შინაარსობრივი, ზოგადი და თემატური. 
  • შევქმენით ბუკლეტი და ავტვირთეთ ბლოგზე.
  • ამ ზღვა მასალიდან, მოკლე დროის მონაკვეთში, როგორ შევარჩიოთ ყველაზე ეფექტური ჩვენი მოსწავლეებისათვის?
  • როგორ და რა მეთოდის გამოყენებით გავუადვილოთ ჩვენს მოსწავლეებს ერთი შეხედვით რთული დავალებები?
  დღევანდელი დღე ჩემთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო.





воскресенье, 29 мая 2016 г.

მეორე დღე

დღეს შევისწავლეთ: პროექტის ბუკლეტის შექმნა,
ინტერნეტიდან გადმოტვირთული საჭირო მასალისათვის საავტორო უფლებების დაცვა.
გავაკეთეთ ჩვენი პროექტის სავარაუდო გეგმა.

რა გამოვტოვე გუშინდელი ტრენინგის მასალებიდან?

კმაყოფილი ვარ დღევანდელი მუშაობით.